თბილისი – 321, აჭარა – 68 – 3 მაისის კოვიდსტატისტიკა დედაქალაქსა და რეგიონებში
კოვიდინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ დედაქალაქს უკავშირდება. გასულ 24 საათში თბილისში კორონავირუსი 321 პირს დაუდასტურდა. შემდეგია აჭარა 68 ახალი შემთხვევით და სამეგრელო-ზემო სვანეთი 38 ახალი ინფიცირებულით.
ინფორმაცია ცოტა ხნის წინ stopcov.ge-ზე განახლდა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 509 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარა – 68, იმერეთი – 15, ქვემო ქართლი – 15, შიდა ქართლი – 4, გურია – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 38, კახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი – 14, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 513, საიდანაც: 4 114 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 298, აჭარაში – 483, იმერეთში – 416. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 801 პირი, მათ შორის, თბილისში – 383, აჭარაში – 89, იმერეთში -101. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 151 პირი, მათგან თბილისში – 96, აჭარაში – 10, იმერეთში – 8. 790 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 457 – თბილისში, 305 – აჭარაში. 9 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 74, ხოლო აჭარაში – 14”, – ნათქვამია ინფორმაციაში.