გურიაში ლელობურთი გაიმართა
პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, უკვე მეორე წელია, ლელობურთი ხალხმრავალი ღონისძიებებით არ აღინიშნება.
დღეს სოფელ შუხუთში სიმბოლურად ბურთი შეიკერა, რომელიც ტრადიციისამებრ ადგილობრივებმა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიიტანეს.
სოფელ შუხუთში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი იმყოფებოდა.
2019 წელს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ამ თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის” ბრძოლას უკავშირებენ. ისტორიულ ბრძოლაში, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითააცნობილი, რუსეთ-თურქეთის ომის დროს 1854 წელსგაიმართა. „ლელო” სოფელ შუხუთში, გაზაფხულზე, აღდგომის დღესასწაულზე ყოველ წელს , „ცაცხვების ქვეშ” იმართება.