იოსებ ხახალეიშვილმა ,,გვირილობა” მეეზოვე ქალბატონებს მიულოცა

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ,,გვირილობა”  მეეზოვე ქალბატონებს მიულოცა. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. 

ქუთაისში „გვირილობა” უკვე მეორე წელია, პანდემიის გამო, განსხვავებული ფორმატით და მასშტაბებით ტარდება.

„ დღეს 2 მაისია, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და “გვირილობა“. ჩვენ ეს დღე დილაადრიანად მივულოცეთ ა(ა)იპ “სპეცსერვისების” თანამშრომლებს, რომლებიც ყველაზე ადრე გამოდიან ჩვენი ქალაქის ქუჩებში და მთელი დღის მანძილზე ზრუნავენ, რომ ქუთაისი იყოს სუფთა და მოწესრიგებული.

მეტწილად სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ქუთაისმა ” სუფთა ქალაქის ” ტიტული დაიმსახურა. მადლობა მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები