ლაგოდეხი ხელმეორედ დაისეტყვა
ლაგოდეხი ხელმეორედ დაისეტყვა. სტიქიამ ამჯერად სოფლები გიორგეთი, კაკლიანი და ბაღდათი დააზარალა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, სეტყვა დაახლოებით 10-15 წუთი გრძელდებოდა, რის შედეგადაც, აღნიშნულ სოფლებში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა.
მერიაში შემქნილი მუდმივმოქმედი სტიქიის დამთვლელი კომისია ზარალს ხვალ დილიდან შეისწავლის.