საგარეჯოში უფასო სასადილოს ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები გადასცეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ერბოწონაშვილმა, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები გადასცა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ამის შესახებ “კვირას” საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათი ცნობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოციალურად დაუცველ, უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს პროგრამული ბიუჯეტის ფარგლებში,  დღესასწაულთან დაკავშირებით, სასურსათო ამანათები ყოველწლიურად გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები