პრემიერ-მინისტრი “სოკარის” პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია “სოკარის” პრეზიდენტს როვნაგ აბდულაევს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე “სოკარის” მიერ საქართველოში განხორციელებული საინვესტიციო პროექტები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას Socar Energy Georgia-ს გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები