საგარეჯოსა და გურჯაანში სეტყვამ მოსავალი დააზიანა

საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სეტყვამ ვენახები, ერთწელიანი კულტურები, სახნავ-სათესი ფართობები და საკარმიდამო ნაკვეთები გაანადგურა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაისეტყვა სოფლები: პატარძეული, ხაშმი და უჯარმა, ხოლო გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლები: კაჭრეთი, ჯიმითი და არაშენდა.

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, ზარალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია დგინდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები