ქუთაისის აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით, 2 მაისს პირველი ავიარეისი შესრულდება
ქუთაისის აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით პირველი ავიარეისი შესრულდება, ინფორმაციას აეროპორტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„2 მაისიდან ავიაკომპანია FlyArystan-ი ჩვენი განახლებული აეროპორტიდან იწყებს ფრენებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ფრენები შემდეგი მიმართულებით შესრულდება: ატირაუ, აქტაუ და ნურ-სულთანი.