ჩხოროწყუში სააღდგომო ნობათს 120 ოჯახი მიიღებს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოწყვლდ ჯგუფებს მოახლოებული უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული – აღდგომა მიულოცა. ამის შესახებ “კვირას” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს. მათი ცნობით, შეჭირვებულ ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სახლში ესტუმრა და მათ სააღდგომო ნობათი გადასცა.
სხვადასხვა სახის პროდუქტისგან შემდგარ სააღდგომო ნობათს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 120 ოჯახი მიიღებს.