ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთისგან “სპუტნიკV”-ის პირველი პარტია მიიღო

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი წარმოების ვაქცინა “სპუტნიკV” მიაწოდა.

ე.წ. რესპუბლიკამ ამჟამად პრეპარატის 6500 დოზა მიიღო.

როგორც ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ წახნაკიამ განაცხადა, ვაქცინაცია მაისის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება.

პირველ რიგში, აიცრებიან “მედიცინის მუშაკები, შემდეგ პედაგოგები, საბიუჯეტო სფეროს წარმომადგენლები, ძალოვანი სტრუქტურები”.

მისივე თქმით, მომდევნო პარტიების მიწოდება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი წარმატებით ჩატარდება პირველი კამპანია.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთი რუსულ ვაქცინას 2020 წლის ნოემბრიდან ელოდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები