ვლადიმერ ჩაჩიბაია: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიშში განხილულია ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის 2020 წლის ანგარიშში განხილულია ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები. მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მხრივ სამსახურის მხრიდან გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებებისა დაიწყო აქტიური კამპანია ცნობიერების ამაღლების კუთხით- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სუს-ის 2020 წლის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულმა სამსახურმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სხვადასხვა მიმართულებით.

“აღსანიშნავია, ის უნიკალური მექანიზმი, რაც ჩამოყალიბდა ზედამხედველობის კუთხით სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მიერ სუს-ის აქტიურ და უკვე განხორციელებულ ფარულ-საგამოძიებო მოქმედებებზე.

მნიშვნელოვანია, სამსახურის მიერ ადამიანური რესურსების მართვის კუთხით გადადგმული ნაბიჯი. ეს კი გამოიხატა სპეციალური სასწავლო ცენტრის შექმნით, რომლის მიზანია უზრუნველყოს ქვეყნის სამსახურში ნიჭიერი და ერთგული ახალგაზრდების ჩართვა და ამით სამსახურის გაძლიერება.

სუს-ი აქტიურად იყენებს შიდა კონტროლის მექანიზმებს, რის შედეგადაც გამოვლინდა მოსამსახურეთა მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტები, რაზეც სუს-მა კანონით დადგენილ ფარგლებში შესაბამისი რეაგირებაც მოახდინა.
სუს-ი აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო პარტნიორებთანაც”,- განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები