ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ტაქსი TESLA და CHANGAN-ის ეკომეგობრული ელექტრომობილები იქნება
2 მაისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს ახალი სერვისი დახვდებათ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და კომპანია aicar-ს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს TESLA-ს და CHANGAN-ის ფირმის ეკომეგობრული ტრანსპორტი მოემსახურება. ავტობუსების შემდეგ, აეროპორტი თავის მგზავრებს ტაქსის ოფიციალურ სერვისს სთავაზობს, რომელიც მთლიანად მგზავრის კომფორტზე უსაფრთხოებასა და საჭიროებებზეა იქნება ორიენტირებული.
ეკომეგობრული ტრანსპორტით გადაადგილება მგზავრებს აეროპორტიდან როგორც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ასევე საქართველოს სხვადასხვა მიმართულებებით შეეძლებათ. ტაქსები არის ეკოლოგიურად სუფთა და საერთოდ არ აქვს გამონაბოლქვი.
ელექტრომობილების დამუხტვა ქუთაისის აეროპორტში დამონტაჟებულ სპეციალურ დასამუხტ სვეტებზეა შესაძლებელი.
კომპანია aicar-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წლის ბოლოს აუქციონის გზით შემოვიდა.