ბიბილოვის დაცვა ე.წ. ჯანდაცვის მინისტრს ფიზიკურად გაუსწორდა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის დაცვის წევრი დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრს ფიზიკურად გაუსწორდა.

შესაბამის ფოტოს და ინფორმაციას სოციალურ ქსელში ადგილობრივი აქტივისტი, გრიგორი აბაევი ავრცელებს.

ადგილობრივი აქტივისტის ინფორმაციით, დაშავებულს სახეზე ნაკერები დაადეს.

“ყურადღება! მნიშვნელოვანია!

იმ ფაქტს, რომ სამხრეთ ოსეთში ამჟამინდელი “მთავრობა” წარმოადგენს დამნაშავეთა და უკანონო ადამიანთა შეკრებას, ცხადყოფს ეს ფოტოც.

ინფორმაციის თანახმად, “ჯანდაცვის მინისტრს”, გეორგი ტოტჩიევს სასტიკად სცემა “პრეზიდენტ” ბიბილოვის დაცვის ერთ-ერთმა წევრმა. ჩემი წყაროების თანახმად, დაცვის ეს თანამშრომელი გაბარაევია,” – წერს აბაევი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები