მაშველებმა მდინარე რიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, მაშველებმა იმ მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მდინარე რიონში “ნამოხვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ აქციის მონაწილეების მიერ გაშლილი კარვების ტერიტორიიდან გადახტა.