პოლიციამ მარნეულის მერიასთან 6 პირი დააკავა

მარნეულის მერიასთან ხმაურია. “მოძრაობა საქართველოსთვის” აქტივისტებმა მერიის შენობაში შესვლა სცადეს.

ადგილზე სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავეს, მათ შორის გიორგი მუმლაძე.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ,
ჯამში 6 ადამიანია დაკავებული – გიორგი მუმლაძე, ალბერტ მერაბიშვილი, მიხეილ აკობაშვილი, კახა კვეკვესკირი, ნიკა ნარსია და ჯანა საჯაია.
ისინი ბოლნისში წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილები.

მომხდარზე გამოძიება 173-166 მუხლებითაა დაწყებული, რაც სამართალდამცავი ორგანოს დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები