აქცია ბათუმის პორტში – საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლები შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლებმა აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, მათ გაწეული შრომის შესაბამისი ანაზღაურება არ აქვთ, ამასთან კუთვნილი შვებულებითაც ვერ სარგებლობენ. მათივე თქმით, 100-მდე დასაქმებული პირი საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო ბიულეტენისთვის ანაზღაურებასაც ვერ იღებს.
„შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქცია არაერთხელ გავმართეთ, თუმცა ადმინისტრაცია არ რეაგირებს. ხშირად გვიწევს ზეგანაკვეთური მუშაობა, თუმცა მისი ანაზღაურება არ ხდება. დღეს გამაფრთხილებელი აქციაა”,- აცხადებენ შეკრებილები.