“სილამაზის ხიდიდან” გადამხტარი მამაკაცის გადარჩენის მცდელობისთვის ბორჯომის მერიამ 2 ადგილობრივი სიმამაცისთვის დააჯილდოვა

ბორჯომელ ახალგაზრდებს – გიორგი ბალახაძეს და ვასილ მელიქიძეს სიმამაცისა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა მადლობის სიგელები და ტექნიკის სახლის 100-ლარიანი ვაუჩერები გადასცა.

„ბორჯომელი ახალგაზრდების ქმედება ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორი უნდა იყოს კარგი მოქალაქე. მინდა მადლობა გადავუხადო მათ თავგანწირვისა და სიმამაცისათვის“ – განაცხადა დავით ზაალიშვილმა.

ახალგაზრდები, მდინარე მტკვარში ჩავარდნილი ადგილობრივის დახმარებას ცდილობდნენ. შემთხვევა 7 აპრილს მოხდა. სილამაზის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან, 35 წლამდე კაცი მდინარე მტკვარში გადახტა. შემთხვევის თვითმხილველი ადგილობრივები გიორგი ბალახაძე და ვასილ მელიქიძე მის საშველად მტკვარში გადახტნენ თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები