ხმაური და დაპირისპირება მარნეულის მერიასთან – სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ

მარნეულში აქციაა. სამოქალაქო აქტივისტები მარნეულის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე  გიორგი მუმლაძის ძმის, სიმონ მუმლაძის, სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ და მარნეულის მერიის წარმომადგენელთან შეხვედრას მოითხოვენ.

ადგილზე სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა, სავარაუდოდ, მათ შორისაა გიორგი მუმლაძეც.

სამოქალაქო აქტივისტის ძმის სამსახურიდან გათავისუფლებას აქციის მონაწილეები პოლიტიკურ დევნას უკავშირებენ. სიმონ მუმლაძე მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში მუშაობდა, გუშინ კი მას უთხრეს, რომ ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები