თერჯოლის მერმა 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებს სასურსათო კალათა გადასცა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის, ლაშა გოგიაშვილის, ინიციატივით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებს სასურსათო კალათა გადაეცა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ლაშა გოგიაშვილმა  სააღდგომო ნობათი მათ პირადად გადასცა, უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული – აღდგომა მიულოცა და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო რეკომენდაციების სრულად დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია პერიოდულად სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობას ახორციელდებს, რაც გულისხმობს შეჭირვებული ოჯახებისთვის არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას. სააღდგომო ნობათი ყველა საჭირო პროდუქტს მოიცავს, ბენეფიციარებს სასურსათო პაკეტს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები პირადად გადასცემენ, რათა ამ ოჯახებმა შეძლონ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ტრადიციულად აღნიშვნა“, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამით გათვალისწინებულ პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებს სააღდგომოდ 120 ოჯახი მიიღებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები