35 წლის შემდეგ პირველად ზესტაფონის რამდენიმე სოფელში ბეტონის გზა იგება
ზესტაფონის მერიის დაკვეთით, საგაზო ინფრასტრუქტურული პროექტები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, გზების რეაბილიტაცია ხორციელდება ისეთ დასახლებებში, სადაც მანამდე არასდროს ყოფილა ბეტონის საფარი, ზოგ სოფელში კი 35 წლის შემდეგ, პირველად მოეწყო ბეტონის გზა.
“მიმდინარე პროექტები, მეორე სვირსა და ჭალატყეში ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ დაათვალიერა და ადგილობრივებსაც შეხვდა.
სოფელ ჭალატყეში, სადაც სასოფლო გზით ყოველდღიურად 350 – ზე მეტი ადამიანი სარგებლობს, გზის 1300 მეტრიან მონაკვეთს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. გზის ზედაპირი, ბეტონის საფარით მოეწყო. პროექტი რგფ – ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 325 659 ლარია.
მეორე სვირში, ცხადაძე – მერკვილაძების საუბნო გზის მოწყობა ბეტონის საფარით პირველად ხდება. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია გზის 1600 მეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 383 513 ლარია გამოყოფილი. პროექტს რგფ აფინანსებს”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.