მდინარე ხობისწყალზე ნატანდამჭერი სისტემა მონტაჟდება
ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე ხობისწყალზე ნატანდამჭერი ბარიერის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
“ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მახარე ჩოკორაიას განმარტებით: ნატანდამჭერი ბარიერი უზრუნველყოფს წყალდიდობის დროს მდინარის მიერ ჩამოტანილი მყარი ნატანისა და ხე-მცენარეების დაჭერას.
შავი ზღვის აუზის მდინარეებზე, სოფელ ანაკლიიდან ქალაქ ქობულეთის ჩათვლით, ნატანდამჭერი სისტემის მოწყობაზე 8 მილიონ 747 ათასი ლარი დაიხარჯება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.