შსს-ს ვერტმფრენის მორიგი ავიარეისი თუშეთში – ადგილობრივმა ხელისუფლებამ მცხოვრებლებს სააღდგომო ნობათი ჩაუტანა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მორიგი სამოქალაქო ავიარეისი შეასრულა თუშეთის მიმართულებით.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა თუშეთში მუდმივად მცხოვრები 27 მოქალაქე მოინახულეს, სააღდგომო ნობათები გადასცეს და დღესასწაული მიულოცეს. ინფორმაციას მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ოქტომბრის ბოლოდან მაისის თვემდე იკეტება და გზის გახსნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, თუშეთის მიმართულებით რეგულარულად ასრულებს უფასო ავიარეისებს.
თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია დღესასწაულებზე სასურსათო ნობათებს გადასცემს.