ონში ე.წ. გადმოსახედს რეაბილიტაცია უტარდება – მოიხატება კედელიც
ონში ე.წ. გადმოსახედთან მდებარე კედელი იხატება.
ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი თქმით, პროექტის ფარგლებში ადგილზე ასევე მოეწყობა სეზონური პავილიონები.
“ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე, მერის წარმომადგენელთან ქალაქ ონში ლევან შერაზადიშვილთან და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან, თეიმურაზ გძელიშვილთან ერთად, ქალაქ ონში ინფრასტრუქტურულ ობიექტზე იმყოფებოდა.
ადგილზე გაეცნო ქალაქ ონის შემოსასვლელში სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, რომელიც მოიცავს აღნიშნულ ადგილზე კედლის მოხატვას, სეზონური პავილიონების დადგმასა და დეკორატიული განათების მოწყობას.
აღნიშნული სამუშაოები აქტიურად, გეგმა- გრაფიკზე ჩამორჩენის გარეშე ხორციელდება.
შემსრულებელი – შპს „ მ.პ.ტ.”
ჯამური ღირებულება – 27.234 ლარი.
დაფინანსების წყარო – პროექტი დაფინანსებულია UNDP-ის პროგრამის ფარგლებში, ონის მერიის წარდგინებით
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმიდინარე სამუშაოების მონიტორინგი სისტემატურად განხორციელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.