გასულ 24 საათში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 767-მა ადამიანმა გაიკეთა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 1 767-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 43 568-მა მოქალაქემ გაიარა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 308 834 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 289 976, გარდაიცვალა 4 095 პაციენტი.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.