28 აპრილის კოვიდსტატისტიკა თბილისსა და რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 433 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 904 შემთხვევა, აჭარაში – 146, იმერეთში – 79, ქვემო ქართლში – 54, შიდა ქართლში – 39, გურიაში – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 99, კახეთში – 45, მცხეთა-მთიანეთში – 28, სამცხე-ჯავახეთში – 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 737, საიდანაც: 3 765 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 095, აჭარაში – 418, იმერეთში – 423. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 728 პირი, მათ შორის, თბილისში – 363, აჭარაში – 68, იმერეთში -97. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 პირი, მათგან თბილისში – 105, აჭარაში – 14, იმერეთში – 10. 718 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 368 – თბილისში, 318 – აჭარაში. 10 254 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.