მოსახლეობის უფრო მაღალ ჩართულობას ველოდებით, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა რეგიონში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იმუნიზაციით დაინტერესებულთა რაოდენობა მზარდია, ეს საკმარისი არ არის.
„ვაქცინირებულთა რაოდენობა არის 3 596 გუშინდელი რიცხვით. თანაფარდობა დაახლოებით ასეთია – 2 250 Pfizer-ი და დანარჩენი AstraZeneca. AstraZeneca-თი დაინტერესება არის უფრო მზარდი, მაგრამ ჩვენ მოსახლეობის უფრო მაღალ ჩართულობას ველოდებით.
როგორც იცით, უკვე გაიხსნა რეგისტრაცია Sinopharm-ზე, 729 ჯავშანი გვაქვს უკვე, რაც არ არის ცუდი ციფრი დასაწყისისთვის“, – განაცხადა ნიჟარაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს AstraZenaca-თი დაიწყო.