შუახევში ხიჭაურის ამბულატორიას რეაბილიტაცია უტარდება

შუახევში ხიჭაურის ამბულატორიას რეაბილიტაცია უტარდება.
მშენებლობის პროცესს შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე გაეცნო.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ნაწილობრივ შეიცვალა შენობის სახურავი, მოეწყო სველი წერტილი.
მათივე ცნობით, მიმდინარე წელს, შუახევში ამბულატორიების რეაბილიტაციაზე 100 000 ლარამდე დაიხარჯება.
სამუშაოები დაიწყება წყალსაყრისა და დღვანის ამბულატორიებზე, იგეგმება ასევე ჭვანის ამბულატორიის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები