გუდამაყარში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა

გუდამაყარში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო

გუდამაყარში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა, გუდამაყრის ხეობაში ათი სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა.

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მდინარე არაგვის ადიდების შედეგად წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და გზები დატბორა. შედეგად, სოფლებამდე მისასვლელ გზებზე საავტომობილო და საფეხმავლო მიმოსვლა შეწყდა.

სტიქიის ეპიცენტრში, დილიდან მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად გამსი, დიდებაანისა და ჩობალაურებამდე  მისასვლელ გზაზე მოძრაობა აღდგა, ხოლო დიხჩოს, ბახანის, ჩოხის, ათნოხის, ბოსელის, ბურსაჭილისა და ბაკურხევის მიმართულებით-ამდრომდე შეუძლებელია. მძიმე ტექნიკა სამუშაოებს დილიდან განაახლებს.

სტიქიის ზონაში იმყოფება მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მერის მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობასთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან და საჭიროების შემთხვევაში მათ დახმარებას აღმოუჩენს. დავით ნოზაძის თქმით, სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები