ლანჩხუთში სააღდგომო ნობათების დარიგება დაიწყო
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან ერთად, მრავალშვილიანი ოჯახები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მოინახულა და მათ დღესასწაულთან დაკავშირებით სასურსათო კალათა გადასცა.
პროდუქტების დარიგება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს.
სააღდგომო ნობათების გაცემა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.