” ჯორჯიან მანგანეზს ” და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის შეთანხმება გაფორმდა
შპს „ ჯორჯიან მანგანეზსა „ და დასაქმებულებს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ დღესშესაბამისი დოკუმენტი პროფკავშირებთან გაფორმდა. შეთანხმება იმის გარანტიაა, რომ 2021 – ი წლის პირველი მაისიდან კომპანიის თანამშრომლები ახალი ხელშეკრულების საფუძველზე იმუშავებენ.
შეთანხმება ითვალისწინებს :
1. 2021 წლის 1-ლი მაისიდან განხორციელდეს დასაქმებულთა ხელფასების ინდექსაცია 5,2%-ით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლისსაშუალო წლიური ინფლაციის შესაბამისად (ძირითად სახელფასო ტარიფში შეტანით).
2. დასაქმებულებს, წელიწადში ოთხჯერ – შობის , აღდგომის , გიორგობის (23 ნოემბერი) და სამთოელის დღესთან დაკავშირებით მიეცეს ფულადი საჩუქარი საშემოსავლო გადასახადისჩათვლით 62.5 ლარის ოდენობით.
3. 2021 წლის 1-ლი მაისიდან თითოეული დასაქმებულის სახელფასო ანაზღაურება გაიზარდოს250 (დარიცხული) ლარის ოდენობით (ძირითად სახელფასო ტარიფში შეტანით).
4. წინამდებარე შეთანხმება გავრცელდება შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-ს და ყველა იმ კომპანიისთანამშრომლებზე, რომლებიც ოპერირებენ შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-ს კუთვნილისალიცენზიო უფლებამოსილების ფარგლებში.
5. უახლოესი 2 (ორი) თვის განმავლობაში მხარეები იმუშავებენ და მოამზადებენ კოლექტიურიხელშეკრულების პროექტს, რომლითაც დარეგულირდება როგორც კომპანიის, ასევეპროფკავშირის და დასაქმებულების ვალდებულებები, პასუხისმგებლობები და სხვასაკითხები, რომელიც აუცილებელია მხარეთა შორის ურთიერთობების მოწესრიგებისა დაპარტნიორული პრინციპების დამკვიდრებისთვის.
6. მხარეთა შორის კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, წინამდებარეშეთანხმება გახდება მისი განუყოფელი ნაწილი.
7. წინამდებარე ხელშეკრულება ამოქმედდეს მასზე ხელმოწერის მომენტიდანვე.