ლაგოდეხში სოციალური დახმარებას 1600 მოქალაქე მიიღებს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში, 91 200 ლარის დაფინანსება განახორციელა. ამის შესახებ “კვირას” ადგილობრივი მერიიდან აცნობეს.
“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი, მარტოხელა, ხანდაზმული პენსიონერები, ობოლი და მარჩენალდაკარგული, მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი შეჭირვებული ოჯახები, შშმ პირები და იძულებით გადაადგილებული პირები – მერისგან სააღდგომოდ, მიიღებენ ერთჯერად დახმარებას, სასურსათო პაკეტების სახით.
მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პაკეტები შეძენილია და მათი დარიგება მიმდინარეობს. ჯამში 1600 სოციალურად შეჭირვებული მოქალაქე მიიღებს ერთჯერად დახმარებას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები