შუახევის მერმა 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა საკრებულოს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ომარ ტაკიძემ ისაუბრა ბიუჯეტის პარამეტრებზე, მუნიციპალიტეტში განხორციელებულ სხვადასხვა პროგრამებსა და პროექტებზე, რომელიც მიუხედავად პანდემიისა არ შეჩერებულა.
ყურადღება გაამახვილა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ პროექტებზე.
მისივე განცხადებით, მუნიციპალიტეტისთვის მიმდინარე წელსაც პრიორიტეტად რჩება მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური სფერო და ჯანდაცვა, კულტურულ-საგანმანათლებლო, ახალგაზრდული ღონისძიებები და ტურიზმის განვითარება.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დასმულ კითხვებს ომარ ტაკიძემ ამომწურავად უპასუხა.
რეგლამენტის თანახმად, ომარ ტაკიძის 2020 წლის მუშაობის ანგარიში დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს.