გიორგი ტატუაშვილმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს დამდეგი აღდგომა მიულოცა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი ტატუაშვილმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს სადღესასწაულო საჩუქრები დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა. ინფორმაციას დმანისის მერია ავრცელებს.

სააღდგომო პასკისგან, ტკბილეულისგან და სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტისგან შემდგარი საჩუქარი დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 50 –მა ოჯახმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები