გორის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები გრძელდება
გორის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები გრძელდება, რომლის ფარგლებშიც ყოველდღიურად სხვადასხვა სახის გამწვანებითი ღონისძიებები ხორციელდება. ამის შესახებ “კვირას” გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათი ცნობით, ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს სკვერების, პარკების და სხვა გამწვანებული ტერიტორიების მოწესრიგება, თიბვა, მცენარეების დეკორატიული გასხვლა-ფორმირება, ხეების გადაბელვა.
სეზონურ სამუშაოებთან ერთად სტალინის სახლმუზეუმის სკვერში ახალი დეკორატიული სანათების მონტაჟი და დაზიანებული ნათურების გამოცვლა მიმდინარეობს, რესტავრაცია უტარდებათ სკამებს.