აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება, ამ ეტაპზე 14 კმ-მდე გზას უტარდება რეაბილიტაცია. ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ამჯერად ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო ნინოშვილის ქუჩაზე, მალე დასრულდება თამარ მეფის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია.
“სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს შპს „ინდიკო“.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები