“არ არის გამორიცხული, თავშესაფარი ვთხოვოთ ნებისმიერ სახელმწიფოს, თუნდაც დე ფაქტო ცხინვალს” – გახელაძის ოჯახი აქციებს აანონსებს

ოკუპანტების მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი არ გამორიცხავს რომ თავშესაფარი დე-ფაქტო ცხინვალსაც სთხოვოს. ოჯახის განცხადებით, გახელაძის გათავისუფლებისთვის ბრძოლას აგრძელებენ და შესაძლოა, ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი საპროტესტო აქციებიც იყოს.

გახელაძე უკვე 9 თვეა დაკავებულია. მას ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის გამო 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

9-თვიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ ოჯახი ამბობს, რომ ისინი საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებს გეგმავენ და კიდევ ერთხელ სთხოვენ დახმარებას უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებაში. იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს პერიოდში შედეგი არ იქნება,არც საპროტესტო აქციებს გამორიცხავენ.

“არ ვაპირებთ გაჩერებას, დავაანონსებთ გარეთ გასვლას და არ გამოვრიცხავთ აქციებსაც. ვგეგმავ, რომ შევხვდე, თუნდაც, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, არასამთავრობოებს, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს და ვთხოვო დახმარება უკანასკნელად. გავივლით ყველა ინსტანციას და არ არის გამორიცხული, რომ თავშესაფარიც ვთხოვოთ ნებისმიერ სახელმწიფოს, თუნდაც დე ფაქტო ცხინვალს,” – განაცხადა ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები