თელავში, აბანოს ქუჩის პირველი შესახვევის რეაბილიტაცია სრულდება

თელავში, აბანოს ქუჩის პირველი შესახვევის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დასრულდება. ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.
მათი განმარტებით, პროექტის ფარგლებში, დაზიანებული საფარის ნაცვლად მოეწყობა ორფენიანი ასფალტის საფარი, გზის ნაწილზე კი უკვე დაიგო ქვაფენილი. ასევე, საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ რკინა-ბეტონის კედლებს უტარდება გამაგრების სამუშაობი.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 78 352 ლარით ფინანსდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზამშენი 2005,, ასრულებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები