ონის მუნიციპალიტეტში სააღდგომო საჩუქრების გადაცემა დაიწყო

ონის მუნიციპალიტეტში სააღდგომო საჩუქრების გადაცემა დაიწყო. ამის შესახებ “კვირას” ონის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციიღ, აღნიშნული საჩუქრები ონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა კატეგორიის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს გადაეცემა.
“ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბაჩანა მარკოიშვილმა და მერის წარმომადგენელმა ქ. ონში ლევან შერაზადიშვილმა ქალაქ ონში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს სააღდგომო ტკბილეულის კალათა პირადად გადასცეს.
სააღდგომო საჩუქრების გადაცემა გრძელდება და ონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა კატეგორიის განსაკუთრებული საჭიროების ადამიანებს სრულად ამ კვირის ბოლომდე გადაეცემა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები