ქუთაისში სააღდგომო ნობათების გაცემა დაიწყო
ქუთაისში სააღდგომო ნობათების გაცემა დაიწყო. ქალაქში მცხოვრები 4000 ბენეფიციარი ქუთაისის მერიის მიერ დაფინანსებულ ნობათებს მიიღებს. სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები, სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები და „მადლიერების სახლის” ბენეფიციარები, ღვაწლმოსილი სპორტსმენები კულტურის მუშაკები და სამამულო ომის ვეტერანები სასურსათო ამანათებს უკვე იღებენ.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა რამდენიმე ოჯახს ნობათი თავად მიუტანა.
„ სააღდგომო ნობათების დარიგება დავიწყეთ. 4000-მდე ნობათია გამზადებული სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის. დარწმუნებული ვარ, მცირედით მაინც გავულამაზებთ მათ ამ ნობათებით სააღდგომო სუფრას . წინასწარ მივულოცავ ჩვენს თანაქალაქელებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებ!”- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სააღდგომო ნობათების დარიგება გრძელდება.