“აჩუქე წიგნი” – კვირეულის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კოდის მოსწავლეებს საჩუქრები გადაეცათ
„აჩუქე წიგნის” კვირეულის ფარგლებში ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კოდაში დაწყებითი საფეხურის სკოლას ემსტუმრნენ. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სკოლაში ამჟამად 6 მოსწავლე ირიცხება. აღნიშნული კვირეულის ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადასცეს.