“რუსთავის აზოტის” გაფიცულ თანამშრომლებს ქვემო ქართლის გუბერნატორი შეხვდა

“რუსთავის აზოტის“ თანამშრომლებს, რომლებიც ხელფასების გაზრდის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი შეხვდა.

გუბერნატორმა მათ 20-კაციანი ჯგუფის გამოყოფა სთხოვა, რომელიც საწარმოს დირექციასთან მოლაპარაკებას გამართავდა.

როგორც გუბერნატორმა განაცხადა, აქციის ამ ფორმით გამართვა არაეფექტური მეთოდია და იმისათვის, რომ მხღეებმა შეთანხმებას მიაღწიონ, საჭიროა ხელმძღვანელობასთან შეხვედრა. მის განცხადებას, აქციის მონაწილეების მხრიდან სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

“ადმინისტრაციას აქვს სურვილი, რომ დაიწყოს მოლაპარაკება ნორმალურ გარემოში, ეს არ არის ნორმალური გარემო. თუ აქვთ სურვილი, მე თანახმა ვარ ჩავერთო, დავეხმარო და დავიცვა ამ ხალხის ინტერესები თუ არ არის სურვილი, მე მაპატიეთ და აღემატება ეს ჩემს ძალებს“, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა.

“რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას დილიდან მართავენ. მათი განცხადებით თუ საწარმოს ხელმძღვანელობა არ შეასრულებს მათ მოთხოვნას ხელფასების 50%-ით გაზრდის თაობაზე, ხვალიდან ქარხნის ცენტრალური შესასვლელის ბლოკირებას მოახდნენ, კარვებს გაშლიან და მასობრივ გაფიცვას მოაწყობენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები