სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო რეგიონულ სამსახურებში სტაჟირების კონკურსს აცხადებს

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამას ახორცოელებს, რომლის მიზანია გაიჯარებული ქონებრივი აქტივების ეკონომიკურ ბრუნვაში აქტიური ჩართვა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სახელმწიფო პროგრამა გულისხმობს იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო სახნავი და ახლა უკვე სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთების, მოიჯარეთათვის პრივატიზებას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის მიმართ დაფიქსირებული დიდი ინტერესისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების პროცესის დაჩქარებისა და პროაქტიურობის გაზრდის მიზნით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო რეგიონულ სამსახურებში აცხადებს სტაჟირების კონკურსს ამზომველის პოზიციაზე.

საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში სტაჟირებას 22 კანდიდატი გაივლის. ამასთან, სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, წარმატებულ პრეტენდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, დასაქმდნენ სააგენტოს შესაბამის სამსახურში.

სტაჟირებასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილოთ ბმულზე:

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამსახურის სტაჟიორი;

ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის სტაჟიორი;

დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის სტაჟიორი;

კახეთის რეგიონული სამსახურის სტაჟიორი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები