გიორგი გოგლიჩიძემ მეხანძრე-მაშველებს მოზარდის გადარჩენისთვის მადლობის სიგელები გადასცა

ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ზესტაფონის სამაშველო ჯგუფის წევრებს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი მამაცობისთვის მადლობის სიგელები და წმინდა გიორგის ხატი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

მათი ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზოვრეთში, სამცვერას ჩანჩქერზე მყოფი მოზარდი გადაარჩინეს, რომელიც დახმარების გარეშე ვეღარ ახერხებდა წყლიდან ამოსვლას.   დასახმარებლად, ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ, საგანგებო სიტუაციების მართვის, სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც მოზარდი, წყლიდან თოკების საშუალებით უვნებლად ამოიყვანეს.

სამსახურეობრივი მოვალეობის  შესრულების დროს გამოჩენილი გმირული საქციელისთვის, ზესტაფონის სამაშველო ჯგუფს მადლობის სიგელები გადავეცი.რომ არა მაშველების მყისიერი რეაგირება, შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად დასრულებულიყო. მუნიციპალიტეტის მერის სამადლობელი სიგელი იქნება, როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების დამოკიდებულება, მათი ყოველდღიური საქმიანობის მიმართ, რომელიც  მოწმობს იმას, რომ მაშველი გმირია“,- განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები