ფინანსთა მინისტრმა შემოსავლების სამსახურის უფროსთან ერთად, „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი მოინახულა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შემოსავლების სამსახურის უფროსთან, ლევან კაკავასთან ერთად, „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი მოინახულა, რომელიც კოვიდპანდემიის პირობებში დადგენილი წესების დაცვით შეუფერხებლად, 24 საათის განმავლობაში განაგრძობს მუშაობას, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრი ადგილზე შეხვდა საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომლებს და გაეცნო კონტროლის ღონისძიებებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, არის მზადყოფნა, რომ მომავალში, იმ შემთხვევაში, თუ გაიზრდება ნაკადი, აღნიშნულ პუნქტზე შეუფერხებლად განხორციელდება როგორც ტვირთბრუნვა, ასევე ტურისტების მიღება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები