ზესტაფონის მერია სააღდგომოდ ნობათს სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე 520 ოჯახს გადასცემს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასურსათო ამანათების გაცემა დაიწყო.  ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

მათი ცნობით, ქალაქის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სასურსათო და ტკბილეული პროდუქტების დახარისხებაში იღებდა მონაწილეობას.

სააღდგომო ნობათი, სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე 520 ოჯახს დაურიგდება.

„ზესტაფონის მერია არაერთ სოციალური აქტივობას თუ პროექტს ახორციელებს და ყოველთვის მზადაა შეჭირვებულ ადამიანებს გაუწიოს დახმარება. სააღდგომო ნობათი, რომელიც სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს დაურიგდება, ვფიქრობ მცირედით მაინც დაეხმარება მათ და სადღესასწაულო განწყობას შეუქმნის“,- განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები