სააღდგომოდ ფოთის მერიამ 1000-მდე ბენეფიციარს სასურსათო კალათა გადასცა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ფოთის მუნიციპალიტეტმა 1000-მდე ოჯახს სასურსათო კალათა გადასცა.

ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სააღდგომოდ სხვადასხვა საკვები პროდუქტი სოციალური სტატუსის მქონე პირებს, მარტოხელებს, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს დაურიგდათ.

„კალათების განაწილების პროცესში ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილები, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, საკრებულოს წევრებთან ერთად ჩაერთნენ. პროდუქტის დარიგება კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ არსებული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები