თბილისი – 1001, აჭარა – 128, იმერეთი – 89 – კოვიდსტატისტიკა თბილისსა და რეგიონებში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1 001 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, აჭარაში კი 128. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციის სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე Stopcov.ge განახლდა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 578 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 001 შემთხვევა, აჭარა – 128, იმერეთი – 89, ქვემო ქართლი – 56, შიდა ქართლი – 61, გურია – 39, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 84, კახეთი – 63, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 305 850 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 287 938, გარდაიცვალა 4 060 პაციენტი.