ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი”, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, შ.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტოტრანსპორტისა და მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი გამოვლინდა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 5308.08 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 5308.08 ლარი შეეფარდა.