სამტრედიაში, ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ბაგა-ბაღი აშენდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში, 60 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს უახლოეს მომავალში მიიღებს.

“მშენებლობა მუნიციპალურმა ფონდმა 700 000 ლარით დააფინანსა.

ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში, ამჟამად მიმდინარეობს ეზოს მოწყობა, სადაც ბავშვებისთვის გასართობი სივრცე კეთდება.

დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ, მერის მოადგილემ დავით ბახტაძემ, ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა, ხათუნა გაგუამ, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, ბაგა-ბაღის დასრულებულ სამუშაოები დაათვალიერა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები