ბოლნისის მუნიციპალიტეტში საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა

ბოლნისის ახალი მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება, სხდომაზე სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ დეპუტატებს 2020 წელს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

სხდომას კომიტეტის თავჯდომარე ნინო წილოსანი, კომიტეტის წევრები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრნენ.

გასვლითი სხდომის ფარგლებში, კომიტეტის წევრებმა სოფელ დისველში ქალთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „დისველის“ ყველის საწარმო, ქალაქ ბოლნისში ბერდია ბერიშვილის მარნი და ელიას მთაზე ტერასულად გაშენებულ ვენახი და სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს. ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტარები ქართულ-გერმანული ღვინის სახლის კონცეფციასაც გაეცნენ. ღვინის სახლი ძველ გერმანულ შენობაში მოეწყობა, რომლის რესტავრაციას კომპანია „არემჯი“ საკუთარი სახსრებით ახორციელებს.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობაა, ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ორგანოსთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა. დღეს აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლით სხდომაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის განხილვა მოხდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტს სააგენტოსთან ხშირი კომუნიკაცია აქვს, ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ მუნიციპალიტეტში მეღვინეობის გაძლიერებაზე და ვფიქრობ მომავალში, სააგანტოსა და საკანონმდებლო ორგანოს დახმარებით, ბოლნისში, სოფლის მეურნეობის სექტორის, კონკრეტულად კი მეღვინეობის კულტურის განვითარებისთვის კვლავ არაერთ პროექტს განვახორციელებთ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები